აშშ-ში Apache-ს ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში Apache-ს ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაიღუპა ორი პილოტი. ინფორმაცია ტელეკომპანია Fox-მა გაავრცელა.

კატასტროფა უდაბნოს ტერიტორიაზე მოხდა. მიზეზები ჯერ დაზუსტებული არ არის. პენტაგონის ცნობით, ჩამოვარდნილი ვერტმფრენი – Apache საცდელ ფრენას ასრულებდა.

Fox-ის ცნობით, 2018 წელს ეს პირველი ავიაკატასტროფაა, რომელსაც ამერიკელი სამხედროების სიცოცხლე შეეწირა.