აშშ-ში ახალი კორონავირუსით უკვე 321 762 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 9132

22:08, 05.04.2020

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით 321 762 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსით 9 132 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მაშტაბით 9 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 636 ადამიანი.

მსგავსი