აშშ-ში, აიოვას შტატში აბორტის აკრძალვის უმკაცრესი ზომა მიიღეს
აშშ-ში, აიოვას შტატში აბორტის აკრძალვის უმკაცრესი ზომა მიიღეს

აშშ-ში, აიოვას შტატში აბორტის აკრძალვის უმკაცრესი ზომა მიიღეს. ახალი რეგულაციით, ორსულობის შეჩერება არ შეიძლება იმ წამიდან, როცა ნაყოფის გულის ცემის მოსმენა შეიძლება.

„რესპუბლიკელმა“ კანონმდებლებმა ცვლილების პროექტი უკვე გადაუგზავნეს გუბერნატორს ხელის მოსაწერად, რის შემდეგაც კანონი ძალაში შევა.

ახალი რეგულაციის გააქტიურების შემთხვევაში, აიოვაში აბორტის გაკეთების ზედა ზღვრად ორსულობის ექვსი  კვირა განისაზღვრება, რაც ამ კანონს აშშ-ში ყველაზე მკაცრ ნორმად ხდის.

პროექტის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ცვლილებით აბორტის გაკეთება მანამდე ხდება არალეგალური, სანამ ქალების უმეტესობა საერთოდ აღმოაჩენს, რომ ორსულადაა.

გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ გაუპატიურებისა და ინცესტის შედეგად ორსულობები, ან როცა დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.