აშშ-ში აცხადებენ, რომ „თალიბანის“ მიერ დასახელებული ზოგიერთი სახელისუფლებო პირის წარსულის შესახებ ინფორმაციის გამო შეშფოთებული არიან
აშშ-ში აცხადებენ, რომ „თალიბანის“ მიერ დასახელებული ზოგიერთი სახელისუფლებო პირის წარსულის შესახებ ინფორმაციის გამო შეშფოთებული არიან

ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან „თალიბანის“ მიერ დასახელებული ზოგიერთი სახელისუფლებო პირის აფილირებით და მათზე არსებული წარსული ინფორმაციის გამო.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისინი „თალიბანს“ მათი ქმედებებით განსჯიან და არა სიტყვებით.

„აღვნიშნავთ, რომ დასახელებული პირების სია შედგება ექსკლუზიურად „თალიბანის“ წევრებისგან, ან მათთან დაახლოებული ადამიანებისგან და მათ შორის ქალები არ არიან. შეშფოთებულები ვართ ზოგიერთი ინდივიდის აფილირებით და მათზე არსებული წარსული ინფორმაციის გამო. ამავდროულად გვესმის, რომ „თალიბანმა“ აღნიშნული წარმოადგინა, როგორც დროებითი კაბინეტი. ჩვენ „თალიბანს“ მათი ქმედებებით და არა სიტყვებით განვსჯით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. როგორც სპეციალურ პრესკონფერენციაზე მოძრაობის პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჯიდმა განაცხადა, ავღანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს „თალიბანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მუაჰამედ ჰასან ახუნდი. მისი მოადგილე კი მულა აბდულა ღანი ბარადარი იქნება.