აშშ-ში აცხადებენ,  ისრაელი და სირია შეთანხმდნენ მექანიზმზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის ხელს შეუწყობს დეესკალაციას, დიპლომატიასა და კომერციულ შესაძლებლობებს
აშშ-ში აცხადებენ, ისრაელი და სირია შეთანხმდნენ მექანიზმზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის ხელს შეუწყობს დეესკალაციას, დიპლომატიასა და კომერციულ შესაძლებლობებს

პარიზში გამართული მოლაპარაკებების მეორე დღეს ისრაელი და სირია შეთანხმდნენ, რომ შექმნიან მექანიზმს, რომელიც ხელს შეუწყობს დეესკალაციას, დიპლომატიასა და კომერციულ შესაძლებლობებს ორ ქვეყანას შორის.

5 იანვარს დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად შეიქმნა „ერთობლივი შერწყმის მექანიზმი“ – „საკომუნიკაციო უჯრედი“, რომელიც მიზნად ისახავს შეერთებული შტატების ზედამხედველობის ქვეშ მათი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების, სამხედრო დეესკალაციის, დიპლომატიური ჩართულობისა და კომერციული შესაძლებლობების დაუყოვნებლივი კოორდინაციის ხელშეწყობას.

მექანიზმი ასევე იქნება დავების სწრაფად მოგვარების საშუალება.

მოლაპარაკებები სირიის სუვერენიტეტისა და სტაბილურობის, ისრაელის უსაფრთხოებისა და ორივე ქვეყნის კეთილდღეობის პატივისცემაზე იყო ორიენტირებული. სირიამაც და ისრაელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება ორივე ქვეყნისთვის მდგრადი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შეთანხმებების მისაღწევად.

„ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ამ პოზიტიურ ნაბიჯებს და კვლავ ერთგული რჩება ამ შეთანხმებების განხორციელების მხარდაჭერის, როგორც ახლო აღმოსავლეთში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილის. როდესაც სუვერენული ერები პატივისცემით და პროდუქტიულად თანამშრომლობენ, ეს კეთილდღეობას იწვევს“, – ნათქვამია ამერიკული მხარის განცხადებაში.