ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი.
აშშ-ში ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) შედეგად 4079-ი ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირებულია 189 000-ზე მეტი.
გუშინ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ექსპერტების ვარაუდით, მკაცრი შეზღუდვების პირობებშიც კი აშშ-ში ვირუსით 100 000-დან 200 000-მდე ადამიანი დაიღუპება.