აშშ-ში ​კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა
აშშ-ში ​კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ​კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი.

აშშ-ში ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) შედეგად 4079-ი ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირებულია 189 000-ზე მეტი.

გუშინ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ექსპერტების ვარაუდით, მკაცრი შეზღუდვების პირობებშიც კი აშშ-ში ვირუსით 100 000-დან 200 000-მდე ადამიანი დაიღუპება.