ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საერთაშორისო ურთიერთობის კომიტეტმა უკრაინის ჰოლოდომორთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში 85 წლის წინ უკრაინაში განვითარებული მოვლენები გენოციდად არის შესასებული. ამის შესახებ ოჰაიოს შტატის სენატორმა განაცხადა. რობ პორტმანის თქმით, 1932-1933 წლებში სტალინის მიერ უკრაინული საზოგადოების დიდი ნაწილის განზრახ განადგურება განხორციელდა.
მან აღნიშნა, რომ 2015 წელს ვაშინგტონში ჰოლოდომორის მსხვერპლთა პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა.
„ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ ის მხეცური დანაშაულები, რომლებიც საბჭოთა კავშირმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. უკრაინა ამ მომენტისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას იცავს,-“ განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.
მასობრივი შიმშილობის 85 წლისთავთან დაკავშირებით მომზადებული დოკუმენტი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გენოციდად აფასებს და ჰოლოდომორის მოვლენების მსოფლიოსთვის გაცნობის ინიციატივით გამოდის. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირის ტოტალიტარულმა რეჟიმმა 1932-1933 წლებში უკრაინაში მასობრივ შიმშილობა განზრახ გამოიწვია, რათა ქვეყანაში კომუნისტური ოკუპაციის დროს ხალხის წინააღმდეგობა შეესუსტებინა.
პროექტი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები და რესპუბლიკელები უჭერენ მხარს, სენატის საერთაშორისო ურთიერთობის კომიტეტს მარტში წარუდგინეს. რის შემდეგაც რეზოლუციას სენატში უყრიან კენჭს.