აშშ-ის სენატმა საბიუჯეტო კანონმდებლობის მიღებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა საბიუჯეტო კანონმდებლობის მიღებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა საბიუჯეტო კანონმდებლობის მიღებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

საბიუჯეტო კანონმდებლობას მხარი 71-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 28 კი წინააღმდეგი იყო.

სენატში დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება.

Politico წერს, რომ წარმომადგენელთა პალატას კანონპროექტის დასამტკიცებლად რამდენიმე საათი სჭირდება, თუ სპიკერი, პოლ რაიანი დემოკრატების ოპოზიციის გადალახვას შეძლებს.

კონგრესის ორივე პალატას მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი 8 თებერვალს უნდა მიეღო, რაც ორი წლის განმავლობაში ფედერალური ბიუჯეტის ზრდას 300 მილიარდი დოლარით ითვალისწინებს.

ორპარტიული შეთანხმება სენატორ, რენდ პოლის პოზიციის გამო ჩავარდა, რომელმაც მოითხოვა, რომ მთავრობის დაფინანსება არსებული შეზღდუდვების ჩარჩოში შენარჩუნდეს.