აშშ-ის სენატმა სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელად ჯერომ პაუელი დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელად ჯერომ პაუელის კანდიდატურა დაამტკიცა. 64 წლის ჯერომ პაუელის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას 84-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 13 იყო. კენჭისყრა დაჩქარებული წესით, დებატების გარეშე გაიმართა.
ჯერომ პაუელი ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დონალდ ტრამპმა წარადგინა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პეუელის კანდიდატურა შეესაბამება ამ თანამდებობას, რადგან ის გონიერი ფინანსისტია.
2012 წლიდან ჯერომ პაუელი ფედერალური სარეზერვო სისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ის უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ჯანეტ იელენს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 3 თებერვალს ეწურება.