აშშ-ის სენატმა 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო

00:25, 02.08.2018

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ქვეყნის 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, რომელიც 716 მილიარდი დოლარისგან შედგება. დოკუმენტს მხარი სენატორთა უმრავლესობამ დაუჭირა.

შეგახსენებთ, მანამდე დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო, ახლა კი ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.

მსგავსი