აშშ-ის სენატის კომიტეტში სექსუალურ თავდასხმაში ბრალდებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დაკითხეს
აშშ-ის სენატის კომიტეტში სექსუალურ თავდასხმაში ბრალდებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დაკითხეს

აშშ-ის სენატის კომიტეტში სექსუალურ თავდასხმაში ბრალდებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ბრეტ კავანა დაკითხეს.

მას ქრისტინ ბლეისი ფორდი 36 წლის წინ განვითარებულ მოვლენებში ადანაშაულებს. კერძოდ, სექსუალური ხასიათის თავდასხმაში დებს ბრალს, როდესაც ორივე პირი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო.

სანამ სენატის კომიტეტი კავანას მოუსმენდა, მათ ფორდმა მიმართა და განაცხადა, რომ 1982 წლის ერთ საღამოს, წვეულებაზე მას სწორედ კავანა დაესხა თავს და შიშობდა, რომ მოკლავდა კიდეც.

ბრეტ კავანა „კატეგორიულად და ცალსახად“ უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ ის „გროტესკული და აშკარა“ თავდასხმის მსხვერპლია დემოკრატების მხრიდან, რომლებიც მის მოსამართლედ დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.

კავანას გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„მოსამართლე კავანამ ამერიკას აჩვენა, რატომ წარვადგინე მისი კანდიდატურა. მისი გამოსვლა იყო ძლიერი, პატიოსანი და მტკიცე. დემოკრატების კვლევისა და განადგურების სტრატეგია სამარცხვინოა და ეს პროცესი იყო სიყალბე და მცდელობა დაეყოვნებინათ, დაებრკოლებინათ და შეწინააღმდეგებოდნენ“, – წერს ტრამპი Twitter-ში.