აშშ საუდის არაბეთს 650 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიჰყიდის
აშშ საუდის არაბეთს 650 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიჰყიდის

აშშ საუდის არაბეთს 650 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიჰყიდის.

სპარსეთის ყურეს ქვეყანასთან ეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი დიდი შეთანხმებაა შეიარაღებასთან დაკავშირებით.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ჰაერი-ჰაერი სისტემის რაკეტების მიყიდვა საუდის არაბეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს, რომელიც კვლავაც მნიშვნელოვანი ძალაა ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლისთვის.

მიმდინარე წელს, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ შეწყვეტდა იემენში საუდის არაბეთის შეტევითი ოპერაციის მხარდაჭერას, მათ შორის შესაბამისი შეიარაღების მიყიდვას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ჰაერი-ჰაერი სისტემის რაკეტები სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენება. გარიგება არ საჭიროებს კონგრესის თანხმობას, მაგრამ კანონმდებლებს შეუძლიათ, დაბლოკონ შეთანხმება სენატში წარმომადგენელთა პალატაში უარყოფის კანონპროექტის მიღებით.