აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების პარალელურად, ჩრდილოეთ კორეამ ყველაზე დიდი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ისროლა
აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების პარალელურად, ჩრდილოეთ კორეამ ყველაზე დიდი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ისროლა

აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების პარალელურად, ჩრდილოეთ კორეამ ყველაზე დიდი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, „ჰვასონ 17“ ისროლა.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, რაკეტის გაშვება არის „მკაცრი საპასუხო პოზიციის“ დემონსტრირება აშშ-სამხრეთ კორეის წვრთნების მიმართ.

კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვებას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი თვალს ადევნებდა არასრულწლოვან ქალიშვილთან, დასთან და მაღალჩინოსნებთან ერთად.

სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო ძალებმა დაიწყეს 11-დღიანი ერთობლივი წვრთნები, სახელწოდებით „თავისუფლების ფარი 23“.

2017 წლის შემდეგ ამ მასშტაბის წვრთნას ქვეყნები პირველად მართავენ.