აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყებამდე ჩრდილოეთ კორეამ სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტები გაუშვა
აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყებამდე ჩრდილოეთ კორეამ სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტები გაუშვა

აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყებამდე ჩრდილოეთ კორეამ სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტები გაუშვა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, რაკეტები წყალქვეშა ნავიდან ისროლეს.

ფხენიანის ცნობით, სამხედროებმა გამოცადეს წყალქვეშა ქვედანაყოფების წყალქვეშა შეტევითი ოპერაციები, რომლებიც შეადგენენ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეკავების ნაწილს და რაკეტების გაშვებამ დაადასტურა სისტემის საიმედოობა.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ სამხედროები მზად იყვნენ და ქვეყნის სადაზვერვო სააგენტო მუშაობს თავის ამერიკელ კოლეგებთან ერთად გაშვების სპეციფიკის გასაანალიზებლად.

13 მარტს სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედროები დაიწყებენ 11-დღიან სამხედრო წვრთნებს სახელწოდებით „თავისუფლების ფარი 2023“, რომელიც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება. ფხენიანი აშშ-სამხრეთ კორეის წვრთნებს შეჭრის რეპეტიციად მიიჩნევს და უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს.