აშშ-ის სამხედრო უწყება გორელი ბავშვებისა და ამერიკელი სამხედროს ფოტოს აქვეყნებს
აშშ-ის სამხედრო უწყება გორელი ბავშვებისა და ამერიკელი სამხედროს ფოტოს აქვეყნებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე ნატო-ს სამხედრო წვრთნას Nobel Partner-ს მიკრობლოგ Twitter-ში ეხმაურება. თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გორში გადაღებული ფოტო გამოქვეყნდა, რომლესაც ამერიკელი ჯარისკაცები და გორელი ბავშვები არიან აღბეჭდილნი.

„დამეგობრება აღმოსავლეთ ევროპაში. გორში ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა, ამერიკელ სამხედროებს შეხვედროდნენ. ეს შეხვედრა სამხედრო წვრთნების Nobel Partner 2018-ის ფარგლებში შედგა“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გვერდზე.