აშშ საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ აშშ-ის მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ ლიბანში. ქვეყანაში თუ იმყოფებით, გაემგზავრეთ ლიბანიდან ახლავე, ვიდრე კომერციული ფრენები ხელმისაწვდომია“, – აღნიშნულია ბეირუთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ლიბანში ახლა ვითარება არასტაბილური და არაპროგნოზირებადია, განსაკუთრებით კი, ბეირუთის სამხრეთით.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ბეირუთში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.