აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში 27 ფიზიკური და ექვსი იურიდიული პირი შეიყვანა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში 27 ფიზიკური და ექვსი იურიდიული პირი შეიყვანა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაში 27 ფიზიკური და ექვსი იურიდიული პირი შეიყვანა. სია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საუბარია იმ პირებზე, რომლებიც თავდაცვისა და დაზვერვის სფეროებთან არიან კავშირში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს სანქციები კანონ CAATSA-ს ფარგლებში დაუწესდათ.

სიაში მოხვდნენ სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და ინტერნეტ საგამოძიებო სააგენტო. ფიზიკურ პირებს შორის არიან რუსეთს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კორობოვი და მილიარდერი ევგენი პრიგოჟინი.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკის არჩევნებში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით სანქციები უნდა დაწესდეს. სანქციები აქტივების გაყინვას და შეერთებულ შტატებში ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ითვალისწინებს.