აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ტილერსონისა და ეროდღანის შეხვედრა პროდუქტიული იყო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ტილერსონისა და ეროდღანის შეხვედრა პროდუქტიული იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის შეხვედრა თურქეთის ლიდერ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან პროდუქტიული იყო, – ასე აფასებს ტილერსონისა და ერდოღანის შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

ტილერსონი თურქეთის პრეზიდენტს ხუთშაბათს შეხვდა, დღეს კი ტილერსონი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

აშშ-ი იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები შედეგის მომცემი იქნება.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრისას, რომელიც სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სირიასა და ერაყში არსებული ვითარება და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილეს.

აშშ-სა და თურქეთს შორის უთანხმოება ქურთული ფორმირებების საკითხთან დაკავშირებით არსებობს.