აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – თბილისში მდებარე ლუგარის ცენტრზე რუსული მედიის ინფორმაცია არის სრული აბსურდი და პროპაგანდის ნათელი მაგალითი

16:18, 06.10.2018
WASHINGTON, DC - SEPTEMBER 12:  A sign stand outside the U.S. State Department September 12, 2012 in Washington, DC. U.S. Ambassador to Libya J. Christopher Stevens and three other Americans were killed in an attack on the U.S. Consulate in Benghazi, Libya.  (Photo by Alex Wong/Getty Images)

WASHINGTON, DC - SEPTEMBER 12: A sign stand outside the U.S. State Department September 12, 2012 in Washington, DC. U.S. Ambassador to Libya J. Christopher Stevens and three other Americans were killed in an attack on the U.S. Consulate in Benghazi, Libya. (Photo by Alex Wong/Getty Images)

თბილისში მდებარე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არის სრული აბსურდი, რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითი, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

„ჩვენ გავეცანით რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით. ეს არის სრული აბსურდი და რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითი.

აღვნიშნავ, რომ გერმანიის მხარდაჭერით, საქართველო ნოემბერში აწყობს საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობის სავარჯიშოს ლუგარის ცენტრში. რუსებმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ლუგარის ცენტრის მისიასა და კონვენციასთან შესაბამისობის სავარჯიშოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ლუგარის ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრს თბილისში; დარწმუნებული ვარ, მოხარული იქნებიან, ისაუბრონ თავიანთ სარგებლის მომტან საქმიანობაზე“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას 5 ოქტომბერს უპასუხა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.

მსგავსი