აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთის მთავრობა განაგრძობს პრესის თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთის მთავრობა განაგრძობს პრესის თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას

რუსეთის მთავრობა განაგრძობს პრესის თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვას, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ი გმობს „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ შერჩევით დევნას რუსეთში მიღებული „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის საფუძველზე.

ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ 3 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმამ გადადგა ნაბიჯი კანონის მიღებისკენ, რომლის ამოქმედების შემთხვევაში, „უცხოური აგენტის“ წოდება შესაძლოა, მიენიჭოს არა მხოლოდ მედიასაშუალებას, არამედ ინდივიდუალურ პირს, რომელიც მედიასაშაულებისთვის მასალის შექმნაში მონაწილეობს.

„ამ კანონპროექტმა შესაძლოა, რუსეთის მთავრობას მისცეს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და ბლოგერების დევნის ახალი იარაღი“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აშშ-ი მოუწოდებს რუსეთის მთავრობას შეასრულოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები და პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას.