აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ რუსეთს, შეუერთდეს უკრაინას მშვიდობისკენ სწრაფვაში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ რუსეთს, შეუერთდეს უკრაინას მშვიდობისკენ სწრაფვაში

აშშ უკრაინის უმაღლეს რადას დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას ულოცავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, აღნიშნული კანონის გახანგრძლივება აჩვენებს, რომ უკრაინა განაგრძობს ვალდებულების შესრულებას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და მინსკის შეთანხმების შესრულებისთვის.

„უკრაინის ეს მამაცური ნაბიჯი მშვიდობისკენ მკვეთრად განსხვავდება რუსეთის ფიასკოსგან, შეასრულოს მინსკის შეთანხმება. მოვუწოდებთ რუსეთს, შეუერთდეს უკრაინას მშვიდობისკენ სწრაფვაში“, – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ დონბასის განსაკუთრებული სტატუსი 2019 წლის ბოლომდე გასულ კვირას გაახანგრძლივა. მოგვიანებით, მას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოაწერა.