წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტმა უკრაინასთან კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას მხარი დაუჭირა 
წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტმა უკრაინასთან კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას მხარი დაუჭირა 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც უკრაინასთან კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომიტეტის ვებგვერდზეა განთავსებული.

დემოკრატი დეპუტატის ბრენდან ბოილის მიერ წარდგენილი დოკუმენტი უკრაინისთვის კომპიუტერული ქსელის გაძლიერებისთვის მხარდაჭერას, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვასა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექტნოლოგიებთან მიმართებაში, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ითვალისწინებს.

კანონპროექტით ასევე იგეგმება კიევთან ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთნ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

დოკუმენტით ასევე გათვალისწინებულია სახელმწიფო მდივნის ანგარიშვალდებულება კონგრესის წინაშე, უკრაინასთან კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით.

კანონპროექტის დასამტკიცებლად ახლა საჭიროა, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მხარდაჭერა, რის შემდეგაც დოკუმენტს ხელს უკვე პრეზიდენტი მოაწერს.