აშშ-ის საელჩო - წლების შემდეგ უდრეკად ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაცვას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვებრძვით ტერორიზმს
აშშ-ის საელჩო - წლების შემდეგ უდრეკად ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაცვას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვებრძვით ტერორიზმს

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკში მომხდარი ტერაქტის 17 წლისთავს ეხმაურება.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვისაც სიცოცხლე წაართვეს და მათ, ვისაც ხანგრძლივი იარა დაუტოვეს. 2001 წლის 11 სექტემბრის წლისთავზე ჩვენ გვახსოვს ის მამაცი კაცები და ქალები, რომლებიც ტერორისტებს ჰაერში შეებრძოლნენ, რათა ხმელეთზე ხალხი გადაერჩინათ. ასევე გვახსოვს ის ათასობით ადამიანი, რომელიც მამაცურად გარბოდა იმ ადგილებისკენ, საიდანაც ხალხი თავის დაღწევას ცდილობდა.

წლების შემდეგ უდრეკად ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაცვას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვებრძვით ტერორიზმს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას”, – ნათქვამია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა სამგზავრო თვითმფრინავები გაიტაცეს და ნიუ იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს, ე.წ. ტყუპებს დააჯახეს. ტერაქტს 2977 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 343 მგზავრი და 60 პოლიციელი. ასევე, დაღუპულად ითვლება 19 ტერორისტიც.