აშშ-ის საელჩო – სალომე, მარიამი, ნინი, ხატია და ანი საქართველოს მომავალი სამხედრო ოფიცრები არიან

09:55, 26.01.2018

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“ მომავალი ქართველი სამხედრო ოფიცრების ფოტო ვრცელდება. აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიისადმი საქართველოს ოფიცერთა კორპუსის განვითარებაში დახმარებით ამაყობენ.

„სალომე, მარიამი, ნინი, ხატია და ანი საქართველოს მომავალი სამხედრო ოფიცრები არიან.

აშშ-ის საელჩო ამაყობს, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიას საქართველოს ოფიცერთა კორპუსის განვითარებაში დაარსების დღიდან ეხმარება“, –  აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს გვერდზე სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/tbilisi.usembassy/photos/a.468984812953.255589.55448127953/10156018281922954/?type=3&theater

მსგავსი