აშშ-ის საელჩო – რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია

10:50, 09.11.2018

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ,,ბორდერიზაციას” სოფელ ატოცთან, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო აქვეყნებს.

„მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციაში.

მსგავსი