აშშ-ის საელჩო - დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომლებიც 1993 წელს სოხუმში მასობრივ მკვლელობას ემსხვერპლნენ
აშშ-ის საელჩო - დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომლებიც 1993 წელს სოხუმში მასობრივ მკვლელობას ემსხვერპლნენ

საქართველოში აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც 1993 წელს სოხუმში მასობრივ მკვლელობას ემსხვერპლნენ.

დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. ამ ომის შედეგად ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა და ასი ათასობით პირი ქვეყნის შიგნით იძულებით იქნა გადაადგილებული. 27 სექტემბერს პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და თანავუგრძნობთ მათ ოჯახებს“, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები.