აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ფხენიანი ბირთვული საწვავის პროდუქციის წარმოებას მაინც განაგრძობს
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ფხენიანი ბირთვული საწვავის პროდუქციის წარმოებას მაინც განაგრძობს

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა (CIA) ჩრდილოეთ კორეის ტოტალიტარული რეჟიმის შესახებ უახლესი ინფორმაცია მოიძია.

როგორც ირკვევა, ფხენიანის რეჟიმი მიუხედავად ბირთვული განიარაღების შესახებ დადებული პირობისა და ხელმოწერილი დოკუმენტისა, ბირთვული საწვავის პროდუქციის წარმოებას რამდენიმე საიდუმლო ადგილზე მაინც განაგრძობს.

ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებზე დაყრდნობით, ექსკლუზიურ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია NBC ავრცელებს. წყაროს ვინაობა ანონიმურია. NBC-ის ცნობით, ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტების გამოცდა მართლაც შეაჩერა, ასევე მოახდინა პხუნგერის ბირთვული პოლიგონის დემონტაჟი, თუმცა ბირთვული პროდუქციის წარმოება არ შეუწყვიტავს.

„არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ბირთვული საწვავისა და მარაგის წარმოება შეჩერებულია“, – განუცხადა ანონიმურმა წყარომ NBC-ის.

თეთრ სახლში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.