აშშ-ისა და საუდის არაბეთის ერთობლივი ავიაიერიშების გამო ერაყის პრემიერ-მინისტრმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან შეხვედრა გააუქმა

16:27, 29.07.2026

აშშ-ისა და საუდის არაბეთის ერთობლივი ავიაიერიშების გამო ერაყის პრემიერ-მინისტრმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან შეხვედრა გააუქმა.

როგორც „როიტერი“ წერს, ერაყის პრემიერ-მინისტრს, ალი ალ-ზაიდისა და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს შორის შეხვედრა დღეს ჯედაში იყო დაგეგმილი.

აშშ-ისა და საუდის არაბეთის ერთობლივი ავიაიერიშების შედეგად ერაყში, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა. ერაყის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაგმო სახალხო მობილიზაციის ძალების (PMF) ობიექტებზე იერიშები და განაცხადა, რომ ეს ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევდა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ალი ალ-ზაიდი ვაშინგტონს ესტუმრა და დონალდ ტრამპს შეხვდა, რის შემდეგაც ირანში გაემგზავრა.

მსგავსი