აშშ-სა და პოლონეთის პრეზიდენტებმა თეთრ სახლში შეხვედრისას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე ისაუბრეს
აშშ-სა და პოლონეთის პრეზიდენტებმა თეთრ სახლში შეხვედრისას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე ისაუბრეს

ამერიკის შეერთებული შტატებისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა თეთრ სახლში შეხვედრის დროს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ზე ისაუბრეს.

პოლონეთის რადიოსთან ინტერვიუში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ დონალდ ტრამპი პროექტში მონაწილე კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას არ გეგმავს, თუმცა, მინსიტრის თქმით, შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ნეგატიური დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, აშშ-ში განაცხადეს, რომ შესაძლებელია სანქციები დაუწესონ იმ გერმანულ კომპანიებს, რომლებიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის განხორციელებაში არიან ჩართულები.

2019 წლის ბოლოსთვის, გაზის სატრანსპორტო დერეფანი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საშუალებით 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში მოხვდება. ამ პროექტის წინააღმდეგ არიან ბალტიის ქვეყნები უკრაინა, მოლდოვა, ამერიკის შეერთებული შტატები და დანია.