აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა კვლავ 90 დოლარს გადააჭარბა

13:32, 20.07.2026

მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა კვლავ 90 დოლარს გადააჭარბა.

ლონდონის ბირჟაზე ორშაბათს დილით სექტემბრის მიწოდების ფიუჩერსები 90.8 დოლარად ივაჭრებოდა, რაც წინა სავაჭრო სესიის დახურვის მაჩვენებელზე 2.8%-ით მეტია.

ცნობისთვის, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბოლოს 90 დოლარზე მეტი ივნისის შუა რიცხვებში იყო.

ძვირდება ამერიკული მარკის ნავთობიც. 20 ივლისს, დილით დასავლეთ ტეხასური ნავთობის სექტემბრის მიწოდების ფიუჩერსები 84.7 დოლარად ივაჭრებოდა, რაც 2.2%-იან ზრდას ნიშნავს.

როგორც იუწყებიან, ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერებზე თავდასხმებს აგრძელებს. აშშ აცხადებს, რომ სამოქალაქო გემებზე თავდასხმების საპასუხოდ ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ახორციელებს. თავის მხრივ, გავრცელებული ინფორმაციით, ირანი აშშ-თან დაკავშირებულ სამხედრო ობიექტებს მეზობელ ქვეყნებში უტევს.

მსგავსი