აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 15 ივნისს ომანში გაიმართება
აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კვირას, 15 ივნისს ომანის დედაქალაქ მასკატში გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ „ტელეგრამში“ გაავრცელა.
თეთრ სახლში გამართული ღონისძიების დროს ირანთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპმაც, რომლის თქმითაც, ბევრს მუშაობენ ირანთან, რათა შეძლონ შეთანხმების გაფორმება და აღნიშნა, რომ ირანული მხარე კარგი, თუმცა ხისტი მომლაპარაკებელია.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანული მხარე ითხოვს ისეთ საკითხებს, რისი გაკეთებაც ვაშინგტონს არ შეუძლია. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანს ასევე არ სურს, უარი თქვას ურანის გამდიდრების შესაძლებლობაზე, რასაც ვაშინგტონი ვერ დაუშვებს.