აშშ-სა და ირანს შორის 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ თეირანი აცხადებს, რომ ომანთან ჰორმუზის სრუტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია

16:41, 17.08.2026

აშშ-სა და ირანს შორის 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ თეირანი აცხადებს, რომ ომანთან ჰორმუზის სრუტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, „მიღწეულია შეთანხმება სატრანზიტო მარშრუტის რუკასთან დაკავშირებით“.

მედიის ცნობით, მას დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია, თუმცა, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება სრუტის ხელახლა გახსნას გულისხმობს, რა დროსაც შუალედურ პერიოდში გემები გადასახადის გადახდის გარეშე შეძლებენ ჰორმუზის სრუტეში გავლას.

ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი (MoU) 2026 წლის 17 ივნისს გაფორმდა. მისი მთავარი მიზანი სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა და ჰორმუზის სრუტის კომერციული გემებისთვის გახსნა იყო. ასევე გათვალისწინებული იყო 60-დღიანი მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.

მსგავსი