ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრის გამო, სინგაპურის საჰაერო სივრცე ნაწილობრივ დაიხურება
ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრის გამო, სინგაპურის საჰაერო სივრცე ნაწილობრივ დაიხურება

სინგაპურის ხელისუფლება აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრის გამო, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ავიაციიის მიმოსვლას შეზღუდავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასა და აშშ-ის ფედერალურ საავიაციო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, 11,12 და 13 ივნისს საჰაერო სივრცე გარკვეული დროით ნაწილობრივ დაიხურება. სინგაპური სამოქალაქო საავიაციო სააგენტო და თავდაცვის სამინისტრო მგზავრებს აფრთხილებენ, რომ სინგაპურიდან და სინგაპურის მიმართულებით რეისები შესაძლოა, გარკვეული დროით გადაიდოს.

კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა სინგაპურის კუნძულ სანტოსაზე, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „კაპელაში” 12 ივნისს გაიმართება.