აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი - საქართველოს მადლობელი ვართ
აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი - საქართველოს მადლობელი ვართ

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრას, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მარკ ესპერი მადლობას უხდის საქართველოს – გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ, მის აღმატებულება გიორგი გახარიასთან განვიხილეთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნაკისრი საერთო ვალდებულებები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსი მადლობელნი ვართ გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის,“- წერს აშშ-ს თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი სოციალურ ქსელში.