აშშ-ს თავდაცვის მდივანი, მარკ ესპერი აცხადებს, რომ აშშ წყნარ ოკეანეში ერთ ინჩსაც არ დათმობს
აშშ-ს თავდაცვის მდივანი, მარკ ესპერი აცხადებს, რომ აშშ წყნარ ოკეანეში ერთ ინჩსაც არ დათმობს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის თქმით, აშშ-ს წყნარ ოკეანეში ლიდერობის პასუხისმგებლობა აკისრია და ის ერთ ინჩსაც კი არ დაუთმობს იმ ქვეყნებს, რომლებიც თვლიან, რომ მათი პოლიტიკური სისტემა უკეთესია.

ჰავაიში ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას, ესპერმა, ასევე აღნიშნა, რომ იმედოვნებს, აშშ თანამშრომლობით შეძლებს აიძულოს ჩინეთი, პატივის სცეს საერთაშორისო კანონებზე დაფუძნებულ წესრიგს, თუმცა როგორ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა განაცხადა, პეკინს ბევრჯერ დაურღვევია თავისი დაპირებები და აგრძელებს აგრესიულ სამხედრო მოდერნიზაციას.

„ჩვენ ამ რეგიონის არც ერთ ინჩს არ დავუთმობთ სხვა ქვეყანას, რომელიც თვლის, რომ მისი მმართველობის ფორმა, მათი შეხედულებები ადამიანთა უფლებებზე, მედიის თავისუფლებაზე, რელიგიის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე და ასე შემდეგ უკეთესია, ვიდრე ის შეხედულებები, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი იზიარებს“, – განაცხადა ესპერმა.