აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის საავადმყოფოს ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის საავადმყოფოს ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 000 დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, Philips Affinity 50 ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერაა რეკომენდებული. სამედიცინო აპარატი უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით, მგრძნობელობის პროგრამებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. მაღალი სიზუსტით ხდება მკურნალობის შედეგების მონიტორინგი, რაც პაციენტთათვის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიაა.

აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კეტრინ შვაიზერი, სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი დაესწრნენ.