აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი - ლოიდ ოსტინმა იოავ გალანტთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება ისრაელ-ლიბანის საზღვართან დაძაბულობის დიპლომატიური გზით მოგვარების მიმართ
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი - ლოიდ ოსტინმა იოავ გალანტთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება ისრაელ-ლიბანის საზღვართან დაძაბულობის დიპლომატიური გზით მოგვარების მიმართ

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო მოქმედებებსა და ისრაელსა და ჰეზბოლას შორის საზღვრისპირა შეტაკებების შესახებ ისაუბრეს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ ოსტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, დაიცვას საკუთარი თავი და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი მიწოდება ღაზაში.

„მდივანმა ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება ისრაელ-ლიბანის საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის დიპლომატიური გზით მოგვარების, ასევე რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების საერთო მიზნის მიმართ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.