აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ გადაუდებელი გამოყენებისთვის „რემდესივირზე“ ნებართვა გასცა
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ გადაუდებელი გამოყენებისთვის „რემდესივირზე“ ნებართვა გასცა

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ექსპერიმენტულ, ანტივირუსულ პრეპარატ „რემდესივირს“ „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, გადაუდებელი საჭიროებისას გამოყენებაზე ავტორიზაცია მიანიჭა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში, იმ შემთხვევაში, თუ მათ ვირუსის მძიმე ფორმა აქვთ.

პრეპარატის გამოყენება იმ პაციენტისთვის იქნება ნებადართული, ვისაც ჟანგბადის ნაკლებობა აქვს და სუნთქვის აპარატს საჭიროებს.

თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.