აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც მაიკ პომპეოს მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას იძიებდა, ტრამპის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაათავისუფლა

19:25, 16.05.2020
FILE PHOTO: U.S. State Department Inspector General Steve Linick departs after briefing House and Senate Intelligence committees at the U.S. Capitol in Washington, U.S. October 2, 2019.  REUTERS/Jonathan Ernst/File Photo

FILE PHOTO: U.S. State Department Inspector General Steve Linick departs after briefing House and Senate Intelligence committees at the U.S. Capitol in Washington, U.S. October 2, 2019. REUTERS/Jonathan Ernst/File Photo

აშშ-ს გენერალურ ინსპექტორ სტივ ლინიქს, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ახლო მოკავშირე სტივენ აკარდი შეცვლის.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ აკარდი, რომელიც აქამდე საგარეო მისიებს უწევდა ხელმძღვანელობას, მოვალეობის შესრულებას დაუყოვნებლივ შეუდგება.

დემოკრატები ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ლინიქის გათავისუფლება ქვეყნის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მხრიდან უფლებამოსილებას გადაჭარბების თაობაზე წამოწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის წერილით უკვე მიმართა.

„როიტერის“ ინფორმაციით, წერილში აღნიშნულია, რომ ტრამპს აღარ სჯერა გენერალური ინსპექტორის შესაძლებლობების, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია. ნენსი პელოსი ტრამპის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლინიქის გათავისუფლება კიდევ ერთი შემთხვევაა ტრამპის მიერ წამოწყებულ შურისძიების საშიშ სქემაში.

მსგავსი