აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი – უკრაინას აქვს შესაძლებლობა, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია, მათ შორის, ყირიმი

15:00, 26.05.2023

უკრაინას აქვს შესაძლებლობა, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია, მათ შორის, ყირიმი, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას შეუძლია და ამის სრული უფლება აქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, – აღნიშნა მილერმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, უკრაინას შეუძლია, გაათავისუფლოს როგორც ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა გასული წლის თებერვალში, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ წაართვა, ასევე – ყირიმი.

მსგავსი