აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ-სა და  ჩრდილოეთ კორეას ჰანოის სამიტის შეხვედრის შეჯამებისთვის დრო სჭირდებათ
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას ჰანოის სამიტის შეხვედრის შეჯამებისთვის დრო სჭირდებათ

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას ჰანოის სამიტის შეხვედრის შეჯამებისთვის დრო სჭირდებათ. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებული ნებისმიერი სარაკეტო გამოცდა ორ ქვეყანას შორის დადებული შეთანხმების დარღვევა იქნება, თუმცა ტონჩანის პოლიგონზე სარაკეტო ძრავების გამოცდა არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს ბირთვულ პროგრამაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში არ გამორიცხავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება შესაძლოა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის ამოწურვამდეც მოხდეს. უწყების წარმომადგენლის თქმით, მხარეები მოლაპარაკების პროცესის განვითარებისთვის მუშაობას განაგრძობენ.

დატოვე კომენტარი