აშშ-ს ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების ხელახლა დაწესება სურს
აშშ-ს ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების ხელახლა დაწესება სურს

აშშ-ს ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების ხელახლა დაწესება სურს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. მაიკ პომპეო, „ფოქსნიუსთან“ საუბარში, ასევე სანქციებით დაემუქრა რუსეთს და ჩინეთს, თუ ისინი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავლენ.

თეირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღდგენის გეგმის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ 20-21 აგვიტოს პომპეო ნიუ-იორკში გაემგზავრება და სანქციების ხელხალა დაწესების პროცესის ინიცირებას მოახდენს.

საქმე ეხება ირანისთვის შეიარაღების მიყიდვაზე დაწესებულ ემბარგოსაც, რომლის გახანგრძლივებასაც გასულ კვირას გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანამა „ფოქსნიუსთან“ საუბარში თქვა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად ამოქმედდება და „სამაყარო უფრო უსაფრთხო იქნება“.

„ირანს არ ექნება საშუალება შეიძინოს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ჩინური ტანკენი და ის ყველაფერი, რაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას ემუქრება“, – განაცხადა პომპეომ.