აშშ-ს ინფორმაციით, სირიაზე განხორციელებული იერიშის შემდეგ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის კამპანია დაიწყო
აშშ-ს ინფორმაციით, სირიაზე ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ განხორციელებული იერიშის შემდეგ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის კამპანია დაიწყო.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში რუსული ტროლების რაოდენობა 2000% ით გაიზარდა. ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა, წარმომადგენელმა დანა უაიტმა გააკეთა.
მისი ინფორმაციით, რუსები აქტიურად ცდილობენ სხვადასხვა ქსელების საშუალებით სირიასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ.