აშშ-ს ინფორმაციით, სირიაზე განხორციელებული იერიშის შემდეგ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის კამპანია დაიწყო
აშშ-ს ინფორმაციით, სირიაზე განხორციელებული იერიშის შემდეგ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის კამპანია დაიწყო

აშშ-ს ინფორმაციით, სირიაზე ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ განხორციელებული იერიშის შემდეგ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის კამპანია დაიწყო.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში რუსული ტროლების რაოდენობა 2000% ით გაიზარდა. ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა,  წარმომადგენელმა დანა უაიტმა გააკეთა.

მისი ინფორმაციით, რუსები აქტიურად ცდილობენ სხვადასხვა ქსელების საშუალებით სირიასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ.