აშშ რუსეთში დაკავებული ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
აშშ რუსეთში დაკავებული ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთში დაკავებული ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ აღშფოთებულია რუსეთის სასმართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც საიდუმლო ჩვენებებითა და დაცვის მხარის მოწმეთა შესაბამისი დაშვების გარეშე ჩატარდა.

ამერიკული მხარე შეშფოთებულია, რომ პოლ უილანის პროცესი სამართლიანი სასამართლოს გარეშე ჩატარდა, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

შეგახსენებთ, ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეითს, პოლ უილანს მოსკოვის სასამართლომ დღეს რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პოლ უილანი რუსეთში 2018 წლის დეკემბერში დააკავეს.