აშშ რუსეთს მისი ტერიტორიიდან მომავალი კიბერთავდასხმების აღკვეთისკენ მოუწოდებს
აშშ რუსეთს მისი ტერიტორიიდან მომავალი კიბერთავდასხმების აღკვეთისკენ მოუწოდებს

აშშ რუსეთს მოუწოდებს, აღკვეთოს მისი ტერიტორიიდან მომავალი კიბერთავდასხმები. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია, ძალისხმევა გასწიოს, რათა ჰაკერულ დაჯგუფებებს პასუხი აგებინოს.

როგორც ბლინკენმა ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ აშშ-ში მდებარე ნავთობსადენის ოპერატორ კომპანია „კოლონიალ პაიპლაინზეკიბერიერიში რუსეთიდან განხორციელდა და ჰაკერები ამ დრომდე რუსეთში იმყოფებიან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უნდა გაატაროს ზომები, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ბლინკენის თქმით, ყველა ქვეყანამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ დამნაშავეებს ხელს არ დააფარებს.

კოლონიალ პაიპლაინმა“ მაისში რამდენიმე დღით შეწყვიტა მუშაობა, რის გამოც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე რამდენიმე შტატში საწვავის დეფიციტი შეიქმნა.

დატოვე კომენტარი