აშშ-რუსეთის სამიტის გაფართოებული შეხვედრის დამსწრე ამერიკული დელეგაციის სიას „სიენენი“ ავრცელებს
აშშ-რუსეთის სამიტის გაფართოებული შეხვედრის დამსწრე ამერიკული დელეგაციის სიას „სიენენი“ ავრცელებს

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დაგეგმილი აშშ-რუსეთის სამიტის გაფართოებულ ფორმატში დამსწრე ამერიკული დელეგაციის სიას „სიენენი“ ავრცელებს.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი რუსეთში საკითხებზე ერიკ გრინი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე ჯეიკ სალივანი.