აშშ-ი რუსეთის მოქალაქეთა ახალ „შავ სიას“ 29 იანვარს გამოაქვეყნებს
აშშ-ი რუსეთის მოქალაქეთა ახალ „შავ სიას“ 29 იანვარს გამოაქვეყნებს

აშშ-ი რუსეთის მოქალაქეთა ახალ „შავ სიას“ 29 იანვარს გამოაქვეყნებს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, უცნობია, რამდენი ადამიანი მოხვდება ნუსხაში.

როგორც რუსეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ ჰანთსმენმა განაცხადა, პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც „შავ სიაზე“ მუშაობენ, მოსკოვისა და ვაშინგტონის მომავალ ურთიერთობების გათვალისწინებით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

თეთრი სახლი ახალი სანქციების დაწესებას 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო გეგმავს. ბრალდებას კრემლში უარყოფენ.

2017 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი შეიმუშავა. ამის მიზეზად მოსკოვის მიერ საშუალო და მცირე დისტანციის რაკეტების განადგურების შესახებ 1987 წელს გაფორმებული შეთანმების დარღვევა დასახელდა.