აშშ-ის რამდენიმე ქალაქში იარაღზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით აქციები გაიმართა
აშშ-ის რამდენიმე ქალაქში იარაღზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით აქციები გაიმართა

„მარში ჩვენი სიცოცხლისთვის“ – ამ დევიზით აშშ-ის რამდენიმე ქალაქში იარაღზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით აქციები გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ იორკის ქუჩებში კანონი იარაღის შეძენის შესახებ 150-მა ათასმა ადამიანმა გააპროტესტა.

დემონსტრანტებს შორის იყო ქალაქის მერი დემოკრატი ბილ დე ბლაზიოც.

„150 ათასი ადამიანი გამოვიდა დღეს ნიუ იორკის ქუჩებში მშვიდობისთვის“, – დაწერა მერმა მიკრობლოგ „ტვიტერში“.

იარაღის კანონის გამკაცრების მოთხოვნით მარშის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ფლორიდაში სკოლაზე მომხდარ თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აშშ-ში გამომსვლელთა სოლიდარობის მარში გაიმართა ლონდონში, ჟენევაში, სიდნეისა და ტოკიოშიც.